ლევან ბეჟაშვილი სააკაშვილზე: ეს შიმშილობა არ არის პროტესტი, ეს არის მისი დამოკიდებულება ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან მიმართებაში

ლევან ბეჟაშვილი სააკაშვილზე: ეს შიმშილობა არ არის პროტესტი, ეს არის მისი დამოკიდებულება ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან მიმართებაში

უნდა წარმოვიდგინოთ რომ ეს შიმშილობა არ არის არც პროტესტი, ეს არის მისი დამოკიდებულება ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან მიმართებაში. ამიტომ ადამიანი როდესაც ასეთ გზას შეუყვება, ბუნებრივია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და სულიერი სიმტკიცე სხვა მიზნებს განაპირობებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სააკაშვილი დაეთანხმა ევროსასამართლოს მოთხოვნას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით და გამოთქვა მზადყოფნა შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა, ერთი პირობით, რომ შიმშილობის შემდგომ დგება სასიცოცხლო რისკები და მისთვის მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ადეკვატური რეაბილიტაცია, რომლის პირობებიც ციხის საავადმყოფოში არ არის“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.