ექსპერტი ამირან სალუქვაზე სოციელურ ქსელში წერს:
"ლელოს ოფისში ბრიგინგია. ამოეწურათ სალაპარაკო და ახლა ლელო, გირჩი და მელია ნამუსზე აგდებს ხალხს, გადადეთ ყველაფერი და თუ ქვეყნის დასავლური კურსის გადარჩენა გსურთ, გამოდითო.
თუ არ გინდათ ქვეყანაში ტერორი იყოს და ყველა გამვლელს უმიზეზოდ იჭერდნენო, გამოდითო, თქვა ნაცმოძრაობის ფიქტიურმა თაბმჯდომარემ, რომელმა პარტიამაც 300 ათასი ადამიანი პრობაციონერად აქცია, ერთ ადგილზე სამი პატიმარი ჩასვა და მსოფლიოში მესამეზე და ევროპაში პირველ ადგილზე ვიყავით პატიმრების რაოდენობით.
ციხეების მდგომარეობაზე და სასჯელის მოხდის წამებასთან გათანაბრებაზე, აღარაფერს ვამბობ.
ვის პრორუსულობაზე საუბრობდნენ ესენი, როცა ბორჯომი პირადად მიჰყიდეს რუსებს, უფრო სწორად, კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენს, დსთ-დან გამოსვლა მანამ ვერ მიხვდნენ, სანამ რუსეთმა თავზე არ გადაგვიარა, ნინო ბურჯანაძე ბლოკში ჰყავთ და ა.შ.
"3 საათზე, 3 ლოკაციიდანო..." წესით 5 საათზე, 5 ლოკაციიდან უნდა აწყობდეთ. ალბათ ნინო ბურჯანაძის საარჩრვნო ნომერს არეკლამებთ. ეს ხუმრობით.
ახლა ცდილობენ რუსეთისთვის ენერგო ობიექტების მიყიდვის თემა გაათეთრონ. თურმე რუსულმა კომპანიამ საქართველოში თუ ფილიალი გახსნა, ქართული კომპანია ყოფილა. ეს ცალკე თემაა საპასუხოდ.
ასლანის მოსკოვში წაყვანაზე პირადად პუტინს რომ გადაუხადეს მადლობა, ისიც გვახსოვს.
ჰოდა, პროდასავლურობა ყვირილით კი არა, საქმეებით მტკიცდება. საქმეებია ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და უამრავი სხვა რამ.
საპირწონედ გაქვთ წინა ხელისუფლების დროს რუსული კაპიტალის ნიაღვარი საქართველოში, როგორც ენერგო სფეროში, ასევე წიაღისეულში. ხომ გახსოვთ, "ფულს სუნი არ აქვსო?!"
ჰოდა, რაიმე ახალი მოიფიქრეთ. ეს პოპულიზმიც არ ჭრის, ხალხი გაედინება ქვეყნიდანო. წინა მთავრობის დროს დამეცალა სამეზობლო და სანათესაო, ნახევარი წავიდა სამუშაოდ. ახლაც მიდიან, მაგრამ თქვენ არ გეთქმით. თანაც, მოიკითხეთ, ვის უხდიდნენ წაშვლადი 2-3 ათას დოლორას?
მეტროებთან კრიბავთ ხალხს. "ლელო" ვაგზლიდან, საკუთარი ბიზნეს ობიექტიდან იწყებს მსვლელობას. საკუთარ ამომრჩეველს ღლით და ხალხს აღიზიანებთ. ხომ ნახეთ სანაპიროს გადაკეტვაზე ხალხის რეაქცია?
ბოლოს, უკვე მეათედ ვწერ: თქვენ რომ რეალურად ზრუნავდეთ სააკაშვილის ან ხოშტარიას ჯანმრთელობაზე, მთელი პარტია მოაწერდით ხელს და მოუწოდებდით შეწყვეტისკენ. არც სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებას იმჩნევთ.
ეძებთ.მიზეზებს, როგორ არ შეწყვიტოს შიმშილობა. არადა, თქვენს შორის, მათ შორის სააკაშვილთან შედარებით, ხოშტარია ყველაზე კაცურად იქცევა. ხოშტარია შიმშილობს არასამედიცინო დაწესებულებაში სააკაშვილის გამო. სააკაშვილი კი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, კვალიფიციური კონტროლის ქვეშ.
ეს ისე. მოკლედ, თქვენი პროდასავლურობის ვისაც სჯერა, ისინი დააბოლეთ.