პაატა ბურჭულაძემ შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაიწყო

პაატა ბურჭულაძემ შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაიწყო

ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაიწყო. მისი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

როგორც ბურჭულაძემ "ტვ. პირველის" ეთერში განაცხადა, სიმბოლურია, რომ შიმშილობა მან სწორედ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში დაიწყო და "ამით უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს საზღვარგარეთიდან".

"მგონი, ჩემი შიმშილობით უფრო მივიქცევ მსოფლიო ყურადღებას, ვიდრე მიტინგებზე სიტყვით გამოსვლით", - განაცხადა ბურჭულაძემ.

Katana . არ მგონია, რომ "ყურადღების მისაქცევად" სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაა ყველაზე ეფექტური ადგილი!..
ხომ არ აჯობებდა, სააკაშვილის მიერ დადგმულ ველოსიპედზე ჩამომჯდარიყავით? - თან მოედანია - ქალაქის ცენტრი, თან სასტუმრო "რედისონია" იქვე - უცხოელებით გაძეძგილი... გამვლელ-გამომვლელი (მათ შორის, ტურისტებიც!) გადაგიღებდნენ სურათებს და ეს ამბავი უცებ მოედებოდა მსოფლიოს!
იფიქრეთ, მაინც... თქვენი რა მიდის!
3 წლის უკან
Katana P.S. კიდევ ერთი პლუსი აქვს ამ ლოკაციას: თქვენ მუდმივად შეგიძლიათ აშანტაჟოთ ხელისუფლება იქიდან გადმოვარდნის ფატალური შედეგებით, თუ თქვენს ულტიმატუმს არ შეასრულებენ :)
3 წლის უკან