„ნათლიაჩემმა მძიმე ბავშვობა მაჩუქა“ - კობა დავითაშვილის შვილი სააკაშვილზე

„ნათლიაჩემმა მძიმე ბავშვობა მაჩუქა“ - კობა დავითაშვილის შვილი სააკაშვილზე

კობა დავითაშვილის ვაჟი, თორნიკე დავითაშვილი, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნათლულია, ტვ პირველის ეთერში ამბობს, რომ სააკაშვილმა მას მძიმე ბავშვობა „აჩუქა“.

„ნათლიაჩემმა ჩემს ოჯახს ძალიან დიდი ტრავმა მიაყენა და ძალიან მძიმე ბავშვობა „მაჩუქა“. ძალიან რთულია ჩემთვის ნათლიაჩემზე საუბარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ სამართლებრივ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ემოციებზე მაღლა დგას ფაქტები და კანონი.

შესაბამისად, საქართველოს აქვს კანონმდებლობა რომლის მიხედვით უნდა ხდებოდეს მოქმედება“, - აღნიშნა თორნიკე დავითაშვილმა.