მარი ჭელიძე: ვერ ვიქნები ბედნიერი იქ სადაც თეა თუთბერიძე პროფესორია და ადამიანის უფლებებს იცავს ის ვისთვისაც ადამიანი მხოლოდ ნაცია

მარი ჭელიძე: ვერ ვიქნები ბედნიერი იქ სადაც თეა თუთბერიძე პროფესორია და ადამიანის უფლებებს იცავს ის ვისთვისაც ადამიანი მხოლოდ ნაცია

ფეისბუქ-მომხმარებელი მარი ჭელიძე სოციალურ ქსელში წერსსსსსს;

“გახსოვთ ვამბობდი აბანოში ვართ ფაქტიურად თქო და არ შევმცდარვარ. რა მოვთხოვო იმ ასაკოვან ხალხს ,,რა დროშა მოგვცა მიშამა" რომ მღერიან ან იმ ბებოს ასევე მიშას რომ უმღერის ბატონო მიშა რას გერჩიანო, როცა აგერ ინტელიგენციის წარმომადგენლები ხან ჩარეცხვით გვემუქრებიან, ხან ლეიბების დაყრით და გაწოლით და აღარ ჩამოვთვლი იმდენი მარგალიტია, მაგრამ ერთი მაინც გამორჩეულია.

ვახტანგ მაჭავარიანმა რაც თქვა და რითიც დაგვემუქრა ასეთი, მარგალიტებს შორის მარგალიტი პირველად მოვისმინე. ის აპირებს (მაპატიეთ) დაგვაფსას და განსაკუთრებით ამორჩეული ადამიანებიც დაასახელა ვისაც დასდებს პატივს.

ჰოო, რა ვიცი, კი არის ღირსი ის ჯოხი თავზე გადაამტვრიო და ასწავლო, რომ ასაკოვან ადამიანებს ჩვენში ასეთ რამეს არასდროს ჰკადრებდნენ, სხვა მიზეზი რომ არ ვთქვა. ერთ გოგოს ვეკამათებოდი, რომელიც ბრტყელ- ბრტყელი ფრაზების ბუქს აყენებდა და საერთოდაც არ აინტერესებდა სწორი იყო თუ არა. ისვრიან ყურმოკრულ დაზეპირებულ ფრაზებს როგორც რობოტები და აზრზე არ არიან არც ისტორიის არც კანონმდებლობის და საერთოდ არაფრის გარდა ტუჩების დაბერვის და სელფების ტრიალის. მიუთითებ და როგორც ნაჯახი, თავისას უბერავს.

მე რა შემიძლია, თავის დროზე უნდა ესწავლა ცოტა მეტი, რომ დამაჯერებელი არგუმენტის მოყვანა შეძლებოდა. რა ვიცი რა გააერთიანებს ამ ხალხს. ვერაფრით შევძლებ მოვუსმინო მომღერლებს ვინც ბანდას გულშემატკივრობს, წავიკითხო ,,მწერლები,, რომლებიც ვერც კი ხსნიან რატომ უყვართ მიშა და მისი ბანდა. ვერ ვიქნები ბედნიერი იქ სადაც თეა თუთბერიძე პროფესორია და ადამიანის უფლებებს იცავს ის ვისთვისაც ადამიანი მხოლოდ ნაცია. და ყველაფერ ამის ფონზე , პრეზიდენტყოფილი, რომელიც შემთხვევით მოხვდა მართვის სადავეებთან და რაც ქნა ყველას გვახსოვს დღეს შიმშილობას იწყებს, რომ უმკურნალონ.

აბსურდია ხომ? ეგ ბანდა სულ აბსურდში გვაცხოვრებდა და დღესაც იგივეს ცდილობენ. გამოითქვა აზრი, რომ ჩვენ არ უნდა ვუპასუხოდ რომ მათ არ დავემსგავსოთ. მე კი მგონია, რომ თუ არ ვუპასუხებთ, ვიღაც ნეიტრალური რომელიც საერთოდ არ ერევა პოლიტიკურ ბატალიებში, დაიჯერებს რომ ისინი მართალნი არიან. ყველას კარგად გვახსოვს რა გამოვიარეთ. ისინი ვინც დღეს ლოყებს იხოკავენ , ნაც. ბანდის დროს მიღებულ პრივილეგიებს მისტირიან და ძარღვგაწყვეტილები ცდილობენ მის დაბრუნებას, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ბოროტი ძალა აღარ უნდა დაბრუნდეს არასდროს თუ გვინდა არ გვყავდეს ახალი გირგვლიანები, მოლაშვილები, დავითაშვილები, კრიალაშვილები, რობაქიძეები, თეთრაძეები... ეტყობა ჯერ კიდევ საბრძოლი გვაქვს და იმედია მთავრობა სამოქალაქო ომს აგვაცილებს”.