შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 12 017 კოლოფი სიგარეტი და 18,315 კილოგრამი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 12 017 კოლოფი სიგარეტი და 18,315 კილოგრამი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1 ნოემბრიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 12 017 კოლოფი სიგარეტი და 18,315 კილოგრამი  უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 168 ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი. 

ამასთან, 113 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა, ხოლო 2 ფაქტზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.  რაც შეეხება 53 ფაქტს, ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევებად და შედგა შესაბამისი ამოღების ოქმები.