ირაკლი კობახიძე: თუ ვინმემ მოინდომა მძიმე პროვოკაცია, ვერცერთი სახელმწიფო, ვერცერთ სამოქალაქო კლინიკას ვერ დაიცავს

ირაკლი კობახიძე: თუ ვინმემ მოინდომა მძიმე პროვოკაცია, ვერცერთი სახელმწიფო, ვერცერთ სამოქალაქო კლინიკას ვერ დაიცავს

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ ვინმემ მოინდომა მძიმე პროვოკაცია, ვერცერთი სახელმწიფო, ვერცერთ სამოქალაქო კლინიკას ვერ დაიცავს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა უნდა მოხდეს.

„თუ ვინმემ მოინდომა მძიმე პროვოკაცია, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა მიანიაშნა, როცა ვითომ რუსეთზე საუბრობდა, ვერცერთი სახელმწიფო ვერცერთ სამოქალქო კლინიკას ვერ დაიცავს. პატიმრები იმისთვის არიან ციხეში, რომ იქ უზრუნველყოფილია უსაფრთხოების განსაკუთრებული სტანდარტი. იმიტომ უნდათ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, რომ იქაა უსაფრთხოების სხვა სტანდარტი“, - აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.