პარლამენტმა მამუკა ხაზარაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა

პარლამენტმა მამუკა ხაზარაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა

პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა ფრაქცია “ლელოს” წევრ მამუკა ხაზარაძეს და პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს.
გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

ზურაბ ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა – 79-მა დეპუტატმა, მამუკა ხაზარაძისთვის კი 79-მა დეპუტატმა, ორი კი წინააღმდეგ წავიდა.

მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ მანდატებზე უარი თავად თქვეს.