ქვეყანა განაგრძოს მშვიდ განვითარებას, ერთადერთი რასაც რადიკალური ოპოზიცია ახერხებს არის ის, რომ კიდევ გვიწევს იმ უბედურებაზე საუბარი ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობდეთ მთლიანად ქვეყნის განვითარების საკითხებზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ისინი („ნაციონალური მოძრაობა“) ცდილობენ რაღაცნაირად დღის წესრიგი შეცვალონ, თუმცა ქვეყანას სჭირდება სხვა დღის წესრიგი და გადავერთვებით ამ დღის წესრიგზე. გამუდმებით ქვეყანა ვერ ისაუბრებს იმაზე ვინ როდის ჭამს და ვინ როდის არ ჭამს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.