ორი კვირაა, მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, ზოგი საავადმყოფოს ამბობს და ისიც ვერ გაიგეს, რომ ეს ადამიანი საავადმყოფოშია, ოღონდ - პენიტენციური სისტემის დაწესებულებაში, თან - მულტიფუნქციურში

ორი კვირაა, მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, ზოგი საავადმყოფოს ამბობს და ისიც ვერ გაიგეს, რომ ეს ადამიანი საავადმყოფოშია, ოღონდ - პენიტენციური სისტემის დაწესებულებაში, თან - მულტიფუნქციურში

„უნდა დაისვას რამდენიმე კითხვა და თუ ამ კითხვებზე პასუხები თავისთავადი, უალტერნატივოა და არ არის სადავო, მაშინ, დასკვნებიც შესაბამისი გამოვიტანოთ. უკვე ორი კვირაა, ითხოვენ მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში გადაყვანას. ზოგი საავადმყოფოს ამბობს და ისიც ვერ გაიგეს, რომ ეს ადამიანი საავადმყოფოშია, ოღონდ - პენიტენციური სისტემის დაწესებულებაში და თან - მულტიფუნქციურში“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ის ოპონენტებს სთხოვს, დაასახელონ თუნდაც ერთი სამედიცინო საჭიროება მაინც, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დასჭირდა და შესაბამისი მომსახურება ვერ მიიღო.

„კითხვა შემდეგია, ორი კვირის განმავლობაში, რა სამედიცინო სერვისის გაწევა, რომელი სამედიცინო ჩარევა სჭირდებოდა პატიმარ სააკაშვილს და ვერ ჩაუტარდა. კონკრეტულად; რა სჭირდებოდა და რა ვერ განხორციელდა?! მეორე კითხვა: დღეის მდგომარეობით, როდესაც, ასევე, ითხოვენ სამედიცინო კლინიკაში გადაყვანას, ოღონდ - კერძოში, რა სამედიცინო ჩარევის საჭიროებაა თუნდაც დღეს, რომელიც შეუძლებელია, რომ დღეს ჩატარდეს პენიტენციური სისტემის სამედიცინო დაწესებულებაში? დაასახელონ თუნდაც ერთი სამედიცინო საჭიროება, რომელიც დღეს არსებობს და რა ვერ უტარდება? ისინი აპელირებენ, რომ არაერთი პატიმარი გადაყვანილა კერძო კლინიკაში. კი ბატონო... დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანთან დაკავშირებით, ასეთი საჭიროება დღის წესრიგში იდგა. მაგალითად, ზოგს ჰქონდა დაზიანება, რასაც საოპერაციო ჩარევა სჭირდებოდა, ზოგს პათოლოგია გამოუვლინდა, რომელსაც სჭირდებოდა იმგვარი ჩარევა, როგორც შეუძლებელი იყო პენიტენციური სისტემის სამედიცინო დაწესებულებაში და ა.შ.“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.