ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გამოდის ინიციატივით, სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის მონიტორინგის მიზნით, კომიტეტის ფარგლებში კონკრეტული აქტივობები დაიწყონ. სარჯველაძე ოპოზიციას ჩართულობისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციონერი დეპუტატები კონკრეტული საკითხებით საგნობრივად დაინტერესდნენ და კეთილსინდისიერები იყვნენ.
„გვინდა განვაახლოთ ეს ფორმატები იმ თვალსაზრისით, რომ რაც შეიძლება სრულფასოვანი იყოს ჩვენი ჩართულობა და კომუნიკაცია გაცილებით იოლი და ამან მოიცვას იმავდროულად ოპოზიციის ჩართულობა და კომუნიკაცია, რომ მათაც მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ. ფაქტების დონეზე სიმართლე ერთმნიშვნელოვნად არის ხელისუფლების სასარგებლოდ და არ არის რეკომენდებული, რომ საზოგადოების თუნდაც დროებით, მაგრამ შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობა ჰქონდეს გარკვეულ ჯგუფს ადამიანებისას, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებს, თუმცა ოპოზიციის ფუნქციას დემოკრატიულ პროცესებში საერთოდ არ მონაწილეობით რეალურად არ ახორციელებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.