ოპოზიცია კვლავ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს და, ამ მიზნით, აქციები გრძელდება. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობით სპეკულირებს და დისკომფორტს უქმნის საზოგადოებას.
„ჯერ იყო და, გამზირებზე ლეიბების დაგების თუ გაწოლის აქცია დააანონსეს, შემდეგ - სიარულში მეტნი ვჩანვართო და მეტროს მგზავრებს აეკიდნენ, ამანაც არ გაჭრა და ახლა, ავტომობილების აქციაო. დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოს ნამდვილად დაწოლით დაასრულებენ და ეს იქნება დაწოლა, როცა წამოდგომა ძალიან გაუჭირდებათ“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური.