შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პოლიტიკითა და იდეოლოგიით ქართულ საზოგადოებას დისკომფორტს უქმნის

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პოლიტიკითა და იდეოლოგიით ქართულ საზოგადოებას დისკომფორტს უქმნის

„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პოლიტიკითა და იდეოლოგიით უპირველეს ყოვლისა დისკომფორტს უქმნის ქართულ საზოგადოებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ყოველ ჯერზე ისინი არჩევნებში მარცხდებიან და საზოგადოება მათ სახელისუფლებო მანდატზე უარს ეუბნება. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ერთადერთი მიზანი - აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვება და მეორე მხრივ - ხალხი ყოველ ჯერზე უარს ეუბნება მანდატის მიცემაზე და ამაზე გაბრაზებულები იწყებენ შემდეგ ეტაპს - რამენაირად ხალხის გვერდის ავლით ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ. ეს არის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პრობლემა აქვს დემოკრატიასთან. რამდენიმე ათეული წელია ისინი უკვე პოლიტიკაში არიან და არ ყოფილა არცერთი მომენტი, როდესაც მათ დემოკრატიული მმართველობა ჰქონოდათ. ეს არის სიმბოლო ქვეყანაში ძალაუფლების აბსოლუტურად ხელში ჩაგდებისა, რომ ყველა პროცესი მათი მმართველობის ქვეშ იყოს. იმედგაცრუებას ისინი მიჰყავს იმ აგონიამდე, რაშიც ახლა არიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.