დავით ზარდიაშვილი:  მთელი ეს აურზაური სხვა არაფერია, თუ არა სააკაშვილის ამ  სიგიჟით მთელი ქვეყნის გადარევა!

დავით ზარდიაშვილი: მთელი ეს აურზაური სხვა არაფერია, თუ არა სააკაშვილის ამ  სიგიჟით მთელი ქვეყნის გადარევა!

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს: 

"მარტივი, ელემენტარული  მიზეზ-შედეგობრიობაა: სააკაშვილის ე.წ. შიმშილობა არის მიზეზი, ხოლო მისი ჯანმრთელობის დაზიანება ამ მიზეზით გამოწვეული შედეგი.  პირიქით მტკიცება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანებაა მიზეზი, ხოლო მისი შიმშილობა - შედეგი, სრული - სიგიჟეა!

დედამიწაზე ჯერ არვის არ უშიმშილია მსგავსი  გიჟური მოთხოვნით, რომ ვინაიდან შიმშილობის გამო მძიმედ ავადაა, კერძო საავადმყოფოში გადაიყვანონ. 

სინამდვილეში მთელი ეს აურზაური სხვა არაფერია, თუ არა სააკაშვილის ამ  სიგიჟით მთელი ქვეყნის გადარევა!

ამიტომ: ნუ გადაირევით და მისი ავადობა მხოლოდ ამით განიკურნება"!