ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ამდენი ხანია ერთი არგუმენტი ვერ დადეს, რატომ უნდა მოხდეს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. პასუხი კითხვაზე, იქნება თუ არა სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა სათანადოდ დაცული სამოქალაქო კლინიკაში? - არ აქვთ!
იქ, სადაც ამჟამად ცალკე ფლიგელში იმყოფება და სადაც უზარმაზარი სისტემა იცავს, რომ ჰკითხო, საფრთხე ემუქრება, თუმცა, ერთ ფაქტს ვერ ასახელებენ წამლად, რამდენჯერ მომხდარა, რომ გლდანის ციხის ადმინისტრაციას პატიმრის უსაფრთხოების მართვა ვერ მოუხერხებინა?
თითქოს არაფერი, გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში, რა მოხდა მერე?! - გაჰყვირიან! - და თუ მოხდა, მერე რას ვიღებთ? - ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რასაც მივიღებთ?
აქ, კი მაინც, ვიცით, ვის მოვთხოვოთ პასუხი. იქ კლინიკის ადმინისტრაციის ბლუკუნი უნდა ვისმინოთ მერე, რომ მათ მეტი რესურსი არ ჰქონდათ პატიმრის უსაფრთხოების დასაცავად!
აი, ამაზე რამდენად აქვთ პასუხი იმათ, ძაან ემოციურ-სენტიმელნტალურ-ჰუმანურებს? - არ აქვთ!
არც იმაზე აქვთ პასუხი, რატომ ექმნებათ ამდენი პრობლემა საქართველოს მოქალაქეებს ერთი უკრაინელი მოქალაქის გამო, იმ ყოფილი პრეზიდენტის გამო, რომლის მმართველობა სწორედ პატიმრების მიმართ სასტიკი დამოკიდებულებით იყო დაღდასმული.
არ მოეწონება განაჩენი? - ეგერ სტრასბურგი და გაასაჩივროს, მაგ გზით იარა იმ ქვეყანამ, სადაც ეს კაცი ოდესღაც მეფობდა და ახლა შანსი აქვს, თავადაც გაიაროს.
და კიდევ, როცა უკანონოდ შემოდიოდა ამ ქვეყანაში, მაშინ რაზე ფიქრობდა? - როცა ვიდეობეს ავრცელებდა და ლამის იხვეწებოდა, მოდით, დამიჭირეთო, მაშინ რას გეგმავდნენ უცხოეთიდან პანდორას ყუთით შემოდგმული ნაპრეზიდენტალი და მისი პარტიული ფანები?
ალბათ იმას, რომ ვიღაცას აწყობს ახლა სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება - ეგერ, შავ ზღვაში ნატო-ს ხომალდი დგას გაცხადებული მიზნით: ვიმოქმედებთ შეხედულებისამებრ, აქეთ რუსეთი გაცხადებული მიზნით: არ დაუშვას საკუთარ საზღვრებთან არეულობა და თან, უკვე მირეკილი ყავს ჯარებით უკრაინასთან და და აქ კიდევ სააკაშვილი და მისი მომხრეები გაცხადებული მიზნით: მოაწყონ არეულიობა ნებისმიერ ფასად! - ჰოდა, აი, ყველამ მიაყენეთ, სანამ ნერვები აგეფოფრებთ და ვიღაც ავანტურისტის გამო ცრემლების ღვარღვარს დაიწყებთ! - ძალით არავის ჩამოუყვანია, თავად ჩამოვიდა და ყველაზე ცუდი ისაა, რომ არც არავინ ითხოვს უკან!