"საკონტროლო წერას მიმოწმებ აქ? მანდატური ხარ?“ - ხმაური სააკაშვილის სასამართლო პროცესზე

"თქვენ თუ ობი­ექ­ტუ­რი მო­სა­მარ­თლე ხართ და ამ ფარსში არ მო­ნა­წი­ლე­ობთ, არ გიჩ­ნდე­ბათ კი­თხვე­ბი? თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ისე მძი­მე­დაა, რომ პრო­ცეს­ზე გად­მოყ­ვა­ნა არ შე­იძ­ლე­ბა, მა­შინ დის­ტან­ცი­უ­რად რო­გორ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?" - ამ კი­თხვით სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ მო­სა­მარ­თლე ბად­რი კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილს მი­მარ­თა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, რო­მელ­საც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი არ ეს­წრე­ბა, ხმა­უ­რი რამ­დენ­ჯერ­მე იყო.

საქ­მის პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი მუ­ჯირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რე მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს და­ეს­წროს.

"ჩვენ მო­წა­დი­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ პრო­ცე­სი ბრალ­დე­ბულ­თან ერ­თად ჩა­ტარ­დეს და კა­ნო­ნი ამის უფ­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ბრალ­დე­ბუ­ლის უფ­ლე­ბებს უზ­რუნ­ველ­ყოფს აბ­სო­ლუ­ტუ­რად, თუ ის დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბა, ან თუ სა­სა­მარ­თლოს გა­რეთ ჩა­ვა­ტა­რებთ პრო­ცესს (პე­ნი­ტენ­ცი­ურ­ში), ვი­ნა­ი­დან ბრალ­დე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა არ იზღუ­დე­ბა და არც ერთი უფ­ლე­ბა - არც საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, არც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის არ იზღუ­დე­ბა ამით. ჩვენ ორი­ვე­ზე მზად ვართ, თუ დაც­ვის მხა­რე რო­მე­ლი­მე ამ პო­ზი­ცი­ა­ზე მზად­ყოფ­ნას გა­მო­ხა­ტავს",- გა­ნა­ცხა­და მუ­ჯირ­მა.

ად­ვო­კატ ბექა ბა­სი­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, ის ფაქ­ტი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი პრო­ცესს არ დას­წრე­ბო­და, დიდი ხნით ადრე გა­და­წყდა.

"ბა­ტო­ნო ბად­რი, ეს ჯერ კი­დევ მა­შინ გა­და­წყდა, როცა მი­ნის­ტრმა ბრე­გა­ძემ თქვა სა­ა­კაშ­ვი­ლი პრო­ცეს­ზე არ მივა და ად­ვო­კა­ტე­ბი ცი­ხე­ში მივ­ლე­ნო. ბა­ტო­ნო ბად­რი, უაღ­რე­სად პო­ლი­ტი­კუ­რი ვარ. ეს ფარ­სი და­იდ­გა იმის ხარ­ჯზე, რომ თქვე­ნი მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის ხარ­ჯზე წარ­მო­ა­ჩი­ნონ - იცით რა, მე მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი ვარ ბრალ­დე­ბულ­მა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ცეს­შიო“, - მი­მარ­თა ბა­სი­ლა­ი­ამ მო­სა­მარ­თლეს.

მას მო­სა­მარ­თლემ სა­უბ­რის ტონი და­უ­წუ­ნა და უთხრა, რომ "და­ბა­ლი ხმით ესა­უბ­რა“.

"გიყ­ვი­რით? ტონს ნუ მი­კონ­ტრო­ლებთ“,- მი­მარ­თა ბა­სი­ლა­ი­ამ მო­სა­მარ­თლეს, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას ად­ვო­კა­ტი უყ­ვი­რო­და.

"რას ჰქვია გიყ­ვი­რით, კი არ გტუქ­სავთ. მეჭ­რე­ბით ყო­ველ წუ­თას. იცო­დით ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლობს. უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი - რაც შე­ე­ხე­ბა მის ჯან­მრთე­ლო­ბას - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მძი­მედ არი­სო. წარ­მო­გიდ­გი­ნეთ თქვენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ზი­ცია ამა­ზე? ერთი სი­ტყვა რა­ტომ არ თქვით ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ცხვა­რაშ­ვი­ლი რომ წერს, ვი­ნაა, კონ­სი­ლი­უ­მია? ერთი ცი­ხის ექი­მის პო­ზი­ცი­აა? თქვენ თუ ობი­ექ­ტუ­რი მო­სა­მარ­თლე ხართ და ამ ფარსში არ მო­ნა­წი­ლე­ობთ, არ გიჩ­ნდე­ბათ კი­თხვე­ბი? ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლე, ბევ­რი კი­თხვა არ­სე­ბობს. თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ისე მძი­მე­დაა, რომ პრო­ცეს­ზე გად­მოყ­ვა­ნა არ შე­იძ­ლე­ბა, მა­შინ დის­ტან­ცი­უ­რად რო­გორ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას? მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა მხო­ლოდ გა­და­ად­გი­ლე­ბის პრობ­ლე­მაა? თუ მძი­მედ არის და ვერ გად­მოჰ­ყავთ, მა­შინ პრო­ცეს­ში თუნ­დაც დის­ტან­ცი­უ­რად რო­გორ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას? მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არის ის, რომ ის დღეს აქ არ იყოს და ამ ამო­ცა­ნას ას­რუ­ლებთ თქვენ“, - მი­მარ­თა ბა­სი­ლა­ი­ამ მო­სა­მარ­თლეს.

საქ­მის კი­დევ ერ­თმა პრო­კუ­რორ­მა, არ­ჩილ ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლეს მი­მარ­თა, რომ დაც­ვის­თვის დრო გა­ნე­სა­ზღვრა, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი ერთი და იმა­ვეს იმე­ო­რებ­დნენ.

"სა­კონ­ტრო­ლო წე­რას მი­მოწ­მებ აქ? მან­და­ტუ­რი ხარ?“, - იკი­თხა ბა­სი­ლა­ი­ამ. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ კი პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი მუ­ჯირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს "უკვე შე­უ­რა­ცხყო­ფა იყო, როცა ად­ვო­კა­ტი პრო­კუ­რო­რებს სა­კონ­ტრო­ლო წე­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებს“.