"თუ პუტინის მთავარი მიზანი სააკაშვილის განადგურებაა, რატომ უჭირს საკითხის გადაწყვეტა? ლეხ კაჩინსკის წირვა გამოუყვანა, სკრიპალებს დედა უტირა, ლიტვინენკოს საავადმყოფოს ლოგინზე ამოხადა სული, მულტიმილიარდერი ბერეზოვსკი მიწიდან ამოთხარა და მოსპო, კიდევ რამდენი ჩამოვთვალო"... - წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე.
"რამდენიმე კითხვა მაქვს:
- რაში აწყობს "ქართულ ოცნებას" სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება? რატომ უნდა უნდოდეს "ქართულ ოცნებას" სააკაშვილის სიკვდილი? (ღმერთმა დაიფაროს ყველა ადამიანი)
ახლა სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია, რაიმე ზემდეტი თუ მოხდა (შიმშილობის კონკრეტული მეთოდიდან გამომდინარე ბუნებრივი შედეგების გარდა) ყველაფერი მათ დაბრალდებათ, ქვეყნის შიგნითაც ნიაღვარი წარმოიქმნება და საერთაშორისო ასპარეზზეც ქარიშხალი ატყდება, რომელთა გამკლავების ძალა მათ არ შესწევთ... რაში სჭირდებათ მკვლელის სახელი?
- თუ პუტინის მთავარი მიზანი სააკაშვილის განადგურებაა, რატომ უჭირს საკითხის გადაწყვეტა? ლეხ კაჩინსკის წირვა გამოუყვანა, ალექსეი ნავალნი მთელი მსოფლიოს თვალწინ "ნოვიჩოკით" მოწამლა, სკრიპალებს დედა უტირა, ლიტვინენკოს საავადმყოფოს ლოგინზე ამოხადა სული, მულტიმილიარდერი ბერეზოვსკი მიწიდან ამოთხარა და მოსპო, კიდევ რამდენი ჩამოვთვალო... მისმა მიმდევრებმა ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეს, ზელიმხან ხანგოშვილს ქილერი მიუგზავნეს და შუაგულ ევროპაში, დღისით, მზისით, ხალხის თვალწინ დახვრიტეს...
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი, სისხლიანი და ძლევამოსილი დიქტატორია და თუ ვინმეს განადგურება უნდა, როგორმე მოახერხებს ... მითუმეტეს ამდენი კრიზისისა და არეულობის ფონზე. რა ისეთი განუმეორებელი სუპერძალა აქვს საქართველოს ექს-პრეზიდენტს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებზე ძლიერი და განსაკუთრებულია?
ლოგიკა სად არის?
"ქართულ ოცნებას" არ აწყობს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმება! პუტინს ფეხზე ჰკიდია სააკაშვილი! პირიქით, ენმ-ისა და საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივ ორთაბრძოლებს სათავისოდ იყენებს!
თუ ავტორიტეტული, პარტიულად მეტ-ნაკლებად ნეიტრალური, ნაც.მოძრაობის სიით დეპუტატები რომ არ ყოფილან ისეთი ექიმები იტყვიან, რომ ექს-პრეზიდენტი სამოქალაქო საავადმყოფოშია გადასაყვანი, უპირობოდ, ენმ-ის მიტინგების შიშის მიუხედავად პაციენტს დახმარება უნდა აღმოუჩინონ. ორი აზრი არ არსებობს!
სააკაშვილმა დიდ ხანს უნდა იცოცხლოს, დიდ ხანს უნდა იჯდეს საპატიმროში და ხანგრძლივი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ქუჩაში ადამიანების მზერის უნდა ეშინოდეს! მხოლოდ მზერაც საკმარისი იქნება“!
რა დაუშავა?
კარგის მეტი რა გაუკეთა რუსეთს? (არ მითხრათ ახლა, ნიღაბი ჩამოხსნაო!.. ნიღაბი არა, პირბადე!)
რაც მიშამ გაუკეთა, მეტს ვერც ინატრებდნენ რუსები!
თუ ინატრებდნენ და სწორედ მიშას სიცოცხლეს უნდა გაუფრთხილდნენ და ის უნდა ეიმედებოდეთ სამომავლოდ!