აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ, რადგან სააკაშვილი შიმშილობს ისე, რომ დღემდე ვერ ჩამოაყალიბა, რა არის შიმშილობის მიზანი და შიმშილობს 10 კაცი, რომ მოშიმშილე პატიმარი გადაიყვანეთ საავადამყოფოშიო, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„ყოველი არჩევნების შემდეგ ისინი ცდილობენ, ქუჩაში გადაიტანონ პოლიტიკა - არც ეს არ გამოსდით. რამდენიმე ასეული კაცით კაცით იწყებენ და რამდენიმე ათეულზე ჩამოდიან ბოლოს. ახლა გადავიდნენ სრულ დესტრუქციაზე“, - განაცხადა სუბარმა.