„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბრალდებული თემურ ჯანაშია მიხეილ სააკაშვილზე: ადამიანი თუ ჯანმრთელია, სასამართლოზე უნდა მოიყვანონ - აგერ არის სასამართლო, მოიყვანონ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბრალდებული თემურ ჯანაშია მიხეილ სააკაშვილზე: ადამიანი თუ ჯანმრთელია, სასამართლოზე უნდა მოიყვანონ - აგერ არის სასამართლო, მოიყვანონ

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ფიზიკურად დასწრება უნდა შეძლოს.

„ადამიანი თუ ჯანმრთელია, სასამართლოზე უნდა მოიყვანონ, თუ ავადაა, სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ. ამ 9 წლის განმავლობაში, „ოცნების“ ხელისუფლება თავის ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე. აგერ არის სასამართლო. მოიყვანონ, წარდგება და მონაწილეობას მიიღებს პროცესში. ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის პროცესი ამდენი ხანი მიმდინარეობს, ეჭვებს ბადებს, რამდენად ობიექტურადაა გამოძიებული ეს საქმე“, - ამბობს თემურ ჯანაშია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანხების გაფლანგვის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი იმართება.

მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა გამოაცხადა. 6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. 8 ნოემბერს სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.