საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „ნოესთან“ მისი ოჯახის დევნილობის პერიოდი გაიხსენა.
მისი თქმით, მათ დასატყვევებლად კოლხურ კოშკში გარკვეული სამხედრო ფორმირებები მივიდნენ, რა დროსაც იარაღით ბრძოლა მასაც უხდებოდა.
„მახსოვს, „გეკოს“ თოფითა და ჩემი მეგობრის ნაჩუქარი „ტეტეთი“ ვისროდით. ფანჯარაში გვქონდა გაყოფილი და მოწინააღმდეგე მხარეს ვესროდით. ნუ, სხვა გამოსავალი არ იყო. მაშინ დედოფლისწყაროს პოლიცია იდგა ჩვენს დასაცავად.
არ ვიცი, ვინმეს გავარტყი თუ არა, მაგრამ დიდი სიამოვნებით, მაგაზე არანაირი დისკომფორტი არ მექნებოდა. კაცი რომ ბავშვების დასახოცად ამოხვალ, რა ვიცი, ის ჩემთვის ნაძირალაა, სხვა არაფერი!
ჩვენ ვიყავით, დედოფლისწყაროს პოლიციელები, მართლაც გმირი ხალხი, სოსო თორია, მართლაც ღირსეული ადამიანი და ჩვენი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტი და ცხონებული ვაჟა ჯინჭარაული. სხვები დაცვის ბიჭებიდან არც მახსოვს. ამ ბრძოლამ დიდხანს გასტანა და უკან დაიხიეს. თუმცა, შემდეგ მალე მოხდა ჩვენი წასვლა აზერბაიჯანში“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.