ნათია ბერიძე: ახლა მართლა მინდა ვიკითხო რას ვერ უძლებთ?! 

ნათია ბერიძე: ახლა მართლა მინდა ვიკითხო რას ვერ უძლებთ?! 

ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ახლა რაღაცას ვეძებდი და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების კომენტარებს ჩავყევი ერთ-ერთ ლიდერთან წერდნენ.

საკმაოდ ისეთი, შემდგარი, საქმეში წარმატებული, მოვლილ მოკაზმული ტიპების კომენტარები ვნახე მთავრობაზე წერდნენ- "აუუ ამათი გაძლება უკვე აღარ შეიძლება"!

ახლა მართლა მინდა ვიკითხო რას ვერ უძლებთ?! 

ქუჩაში დაგდევენ ხელკეტებით?! ბიზნესს გართმევენ ღამის 1-2 საათზე?! სამსახურიდან გაგაგდეს და პერსონა ნონგრატა ხარ შენი პროფესიონალიზმის მიუხედავად როგორც ის ადამიანები ვინც მიშას დროს "ჩარეცხეთ?" 

რას ვერ უძლებთ, სახლიდან გამოგაგდოთ ვინმემ იმიტომ რომ მთავრობის წევრს მოეწონა თქვენი სახლი?! მანქანიდან ჩამოგსვეს იმიტომ რომ ვიღაცის ცოლს მოუნდა თქვენი მანქანა? 

რას ვერ უძლებთ, თქვენი მცირეწლოვანი შვილი სკოლოდან გააგდეს, მერე აწამეს, სდიეს და მოკლეს?!

რას ვერ უძლებთ პატრულმა გაგაჩერათ კორტებთან და ჩაგცხრილათ, მერე იარაღი ჩაგიდოთ და ყაჩაღებად გამომაცხადათ?! რას ვერ უძლებთ, ზურა ვაზაგაშვილი ხართ და შვილის საფლავზე აგაფეთქეს?! რას ვერ უძლებთ ციხეში იმიტომ ჩაგსვეს, წამალი იმიტომ ჩაგიდეს, იმიტომ დაგინგრიეს ცხოვრება რომ ნანუკა ჟორჟოლიანთან შემთხვევით დარეკეთ?! რას ვერ უძლებთ, კასტილიანი კაცი გაუპატიურებთ 35 ლარად?! რას ვერ უძლებთ ირინა ენუქიძე ხართ და ვანო მერაბიშვილის ცოლის გამო შვილი თოვლში სასაფლაოზე ნაწამები  მკვდარი იპოვნეთ?! რა აღარ შეგიძლიათ სახლში რომ საუბრის დროს მობილურს არ შლით, სხვა ოთახში არ გაგაქვთ და მაინც ჩურჩულით საუბრობთ?! 

რას ვერ უძლებთ გამაგებინეთ რას!!!!! რა გაქვთ თქვენ გაუსაძლისი ხალხო მითხარით!!!

პრობლემებია ფასებზე?! დიახ! გეთანხმებით მაგრამ თქვენ რომ გეკითხებით  პატიმრებს რომ აწამებდნენო, რომ კლავდნენო და გვპასუხობთ ხოო მაგრამ გზები ხომ კეთდებოდაო, ხოო ფასები მომატებულია მაგრამ აღარ გვკლავენ! ხო დოლარმა აიწია მაგრამ მსოფლიო სტატისტიკაა და სამაგიეროდ ბიზნესს აღარ გვართმევენ, ეს პასუხი მოგწონთ?! არ მიიღებთ?!

გაუსაძლისი რა არის მთავრობაში რომ აღარ ხართ?! ბიუჯეტის ხარჯზე აღარ დადიხართ ვოიაჟებში?! ბოტოქსებს და მასაჟებს ვეღარ იკეთებთ ჩვენი ფულით?! რა არის გაუსაძლისი ევროპის გზაზე დგომა?! კანონის აღსრულება?!   მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას?! ლამაზ სკვერებს?! რა არ მოგწონთ სადაც გინდათ და როგორც გინდათ იქ რომ დგამთ კარვებს და არ გხოცავენ?  აღარ შეგიძლიათ რომ თავისუფალი სიტყვა ფასობს?! აღარ  შეგიძლიათ რომ  ჩვენ ჯარისკაცებს მზის გულზე ბუზების საჯიჯგნად არ ტოვებს ხელისუფლება და თვითონ არ ზეიმობს?! რა არ შეგიძლიათ თქვენს ცოლს რომ  პრეზიდენტი აღარ იბარებს და სანამ ის "აბახებს" თქვენ ფოიეში არ გალოდინებენ?! რისი გაძლება აღარ შეგიძლიათ თქვენს 18 წლის ქალიშვილებს პრეზიდენტის ბრძანებით მანქანაში არ ტენიან და მერე მისი საძინებლიდან გაუბედურებული არ გამოგყავთ?! 

თქვით რა არ შეგიძლიათ რა! თქვენ რაზე ხართ  გადარეული! 

ხო ყოფითი პრობლემებია, ხო გაზი და დენი ძვირია, ხო პური და საწვავი გაძვირდა მაგრამ თქვენ რანაირად უნდა ამოიღოთ ხმა ამაზე?! ხო გვესმის რომ იდეალური არაა ყველაფერი და არც და ვერც იქნება ბევრი წელი მაგრამ ეგ რომ თქვენი ბრალია არ გახსოვთ?! თქვენ რომ ყოველ დღე ქვეყანას ჭაობისკენ მიათრევთ დაგავიწყდათ?! ვის გინდათ დააჯეროთ რომ აღარ შეგიძლიათ ხალხს რომ უჭირს?  ბოლოს როდის დაეხმარეთ გაჭირვებულს?! 

კარგით გეყოფათ! ფარისევლები, სექტანტები ხართ და თქვენ მხოლოდ იმას ვეღარ უძლებთ რომ არ გვკლავთ, არ გვაუპატიურებთ, არ გვაწამებთ, ბიზნესებს არ გვართმევთ! აი ეს არის მხოლდო გაუსაძლისი თქვენთვის"!