„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის თქმით, პარლამენტის კიდევ 8 ოპოზიციონერ წევრთან ერთად, შიმშილობას იწყებს.
კირკიტაძე ამბობს, რომ შიმშილობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
„ჩვენ საქართველოს პარლამენტის წევრები - აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი და მე, დავით კირკიტაძე, დღეიდან, ამ წუთიდან, ვაცხადებთ შიმშილობას და შიმშილობა გაგრძელდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება", - განაცხადა კირკიტაძემ.