უნდა გავითავისოთ და შევიგნოთ ყველამ, რომ ამ მძიმე ციფრებს მხოლოდ და მხოლოდ აცრები შეაკავებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
მისი თქმით, ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ დღეს ვინმემ მოიქნიოს და ხვალ ქვეყანაში კოვიდით არავინ გარდაიცვალოს.
„1 600 მძიმე ავადმყოფი წევს კლინიკებში, 7 000-მდეა უკვე კლინიკების დატვირთვა, მაქსიმუმზე გადის. სამწუხაროდ, 350-ზე მეტი ადამიანია ხელოვნურ ვენტილაციაზე, ეს ყველაფერი მიუთითებს ეპიდსიტუაციის რთულ მდგომარეობაზე, რაც ქვეყანაში გვაქვს. მომავალ კვირაში შეიძლება იყოს ოდნავ შემცირების ტენდენცია, მაგრამ ქვემოთ ნახტომი, რაც გვინდა, სამწუხაროდ არ იქნება“ -ამირან გამყრელიძე.