შვილები მშობლების უღირს საქციელზე პასუხს არ აგებენ - იაგო ხვიჩია ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე

შვილები მშობლების უღირს საქციელზე პასუხს არ აგებენ - იაგო ხვიჩია ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე

შვილები მშობლების უღირს საქციელზე პასუხს არ აგებენ, – აცხადებს „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია დღეს ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით.

სოციალურ ქსელში პირი, რომელსაც სამუშაო ადგილად „ნაციონალური მოძრაობა“ აქვს მითითებული, ავრცელებს ფოტოებს, სადაც ერთ-ერთ სადარბაზოში უცენზურო წარწერაა გაკეთებული და ასევე წერია – „აქ ცხოვრობს ჩიტო“, ხოლო ქუჩაში, ბოძებზე სასჯელაღსრულების უწყების ერთ-ერთი თანამშრომლის ფოტოებია გამოკრული, მსგავსი წარწერებით.

„შვილები მშობლების უღირს საქციელზე პასუხს არ აგებენ.

პირიქით, არც მშობლები აგებენ შვილების უღირს საქციელზე პასუხს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ თემაზე საუბრისას.