მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა, ერთ-ერთი სამართალდამცველის სახლის კართან, უხამსი და შეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერები დატოვა, ფაქტის ამსახველი ფოტოები კი სოციალურ ქსელში თავადვე გაასაჯაროვა.
აღსანიშნავია, რომ სახლში პოლიციელის ოჯახის წევრები და არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ. ამ პროცესს წინ უძღოდა გიგი უგულავას მუქარა ამ კონკრეტული სამართალდამცველის შვილის მისამართითაც.
პოლიციელების მისამართით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მუქარა და შეურაცმყოფელი განცხადებები ისმის.