სოზარ სუბარის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავების კადრები უფრო მძიმე იყო, ვიდრე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები

სოზარ სუბარის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავების კადრები უფრო მძიმე იყო, ვიდრე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავების კადრები გაცილებით უფრო მძიმე იყო, ვიდრე საქართველოს პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები, რომლის მიხედვით, სააკაშვილი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას სამართალდამცავებს აქეთ აყენებს.

სოზარ სუბარი ასევე აცხადებს, რომ მას უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში კრიტიკა არ დაუნახავს და საუბარი ორი მეგობარი ქვეყნის ხელმძღვანელების შორის შედგა, სადაც ორივე თავის პოზიციას გამოხატავდა.

“თუ ვსაუბრობთ ღირსების შელახვაზე, გავრცელებულ კადრებში ღირსების შელახვა და უფლებების დარღვევა არ ყოფილა. გაცილებით მძიმე კადრები იყო, როცა უკრაინაში მათი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მაშინ, კარგად დავინახეთ, როგორ აღუკვეთეს თავისუფლება და როგორ ჩამოიყვანეს სახურავიდან, თუმცა უფლებების დარღვევას ვერც იმ ქმედებებშიც ვხედავ, რადგან ნებისმიერი ქვეყნის სამართალდამცავს აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, როცა მას მოქალაქე არ ემორჩილება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

Katana . სრულიად გაუგებარია საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტი - ექსპრეზიდენტის ბოლო კადრები არ უნდა გამოქვეყნებულიყოო!
რატომ?
აბა, ნიკა გვარამიას დეზინფორმაცია, თითქოს რეანომობილი სპეციალურად გააჩერეს კარებიდან 30 მეტრის მოშორებით , რათა მთელ ციხეს დაენახა, როგორ მიათრევდნენ სააკაშვილს თმებით და ცემა-ტყეპითო, სიმართლე უნდა ჰგონებოდა მილიონობით ადამიანს?!
რა სისულელეა!
დადეს ვიდეო და დავინახეთ, რა როგორ იყო!
მტყუანს სამარის კარამდე უნდა მისდიოო, ნათქვამია. ჩვენს დროში კი, როცა ყოველ ნაბიჯზე კამერები დგას, გვარამიას კანტორას მხოლოდ საკუთარი მრევლის მოტყუება შეუძლია და ისიც იმიტომ, რომ მათ თვითონ სიამოვნებთ ამ ბოროტ ტყუილებში ცხოვრება.
3 წლის უკან