იუსტიციის სამინისტროსთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მივიდნენ, ხმაური იყო

იუსტიციის სამინისტროსთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მივიდნენ, ხმაური იყო

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა აქციამ, რომელიც მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმართებოდა, იუსტიციის სამინისტროსთან გადაინაცვლა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ლევან ხაბეიშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა და ანა წითლიძემ, მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს და უწყებაში შესვლა სცადეს, რის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

მომხდარს შეკრებილებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროისათვის, ვითარება უკვე განმუხტულია.