თამარ გაბუნია მიხეილ სააკაშვილის ექიმის განცხადებაზე: ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში იუსტიციის სამინისტროდან შემოვა, დაუყოვნებლივ განვიხილავთ

თამარ გაბუნია მიხეილ სააკაშვილის ექიმის განცხადებაზე: ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში იუსტიციის სამინისტროდან შემოვა, დაუყოვნებლივ განვიხილავთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მათი უწყებისთვის მიმართვის შემთხვევაში, საკითხი დაუყოვნებლივ განიხილება და ჯანდაცვის სამინისტროს სათანადო რეაგირება ექნება. ამ განცხადებით, უპასუხა კითხვას, შეხვდებიან თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კონსილიუმის წევრებს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმსჯელებენ.

„მოთხოვნაზე, რომელიც პენიტენციური სამსახურიდან და იუსტიციის სამინისტროდან მოვა ნებისმიერი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბუნებრივია, გვაქვს მზაობა. ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში შემოვა იუსტიციის სამინისტროდან, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ განიხილება და ჯანდაცვის სამინისტრო სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნავს თამარ გაბუნია.

იქამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა თქვა: „მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, შეხვდეს კონსილიუმს და გადაწყვიტონ, გადაგვყავს საქალაქო საავადმყოფოში, თუ არა“.