სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ ავტომობილში მყოფი პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ევაკუატორით გადაიყვანეს.
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერსა და აქტივისტებს თბილისსა და კიდევ 5 ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობების შესასვლელები, პროტესტის ნიშნად, ავტომობილებით ბლოკირებული აქვთ.
ისინი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.