სოსო მანჯავიძე: აი, იქ სადაც მათ ხელს არ შეუშლის პუტინის ოლიგარქი და იქნება ჭეშმარიტი მიშა და მისი მოციქულები

სოსო მანჯავიძე: აი, იქ სადაც მათ ხელს არ შეუშლის პუტინის ოლიგარქი და იქნება ჭეშმარიტი მიშა და მისი მოციქულები

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„დედამიწაზე ცხოვრობს რამდენიმე ათასი კაცი, რომელიც საერთოდ არ ჭამს საჭმელს.
მათი უმრავლესობა  ინდოსტანის ნახევარკუნძულზე და ტიბეტში ცხოვრობს, მაგრამ ერთეულები სხვაგანაც გვხვდებიან.

ერთ-ერთმა , კითხვაზე, თუ როგორ არსებობდა საკვების გარეშე, უპასუხა, რომ ის იკვებება შეუნივთებელი მზის ენერგიით. სხვები  რელიგიურ ტერმინებს იყენებენ, თუმცა იშვიათად საუბრობენ ამაზე. ეს მიხეილ სააკაშვილზე გამახსენდა.

ეტყობა ისიც მზის შეუნივთებელი ენერგიით იკვებება.

სხვანაირად წარმოუდგენელია, რომ შიმშილობის მეორმოცე დღეს არც წონაში დაიკლოს და თან ისეთ ჯანზე იყოს, რომ ირტყმევინებოდეს.

მხოლოდ ურწმუნოს შეუძლია ცინიკურად ჩათვალოს, რომ ხბოს პაშტეტი საკვებია.
სახეზე გვაქვს სასწაული, ხოლო ეს რომ ღვთისგანაა მეტყველებს ის უზარმაზარი ჯვარი, რომელიც , ალბათ,  მეუფე ნიკოლოზმა აჩუქა.

ჰოდა, ასეთი სასწაულმოქმედი მღვდელმთავრისა და წმინდა მიხეილის ღირსი ეს ქვეყანა და ხალხი არაა.

ამიტომ ვურჩევ მათ გაერიდონ ამ გულქვა ქვეყანას და ხალხს და სადმე უკრაინაში ჰპოვონ ნავთსაყუდელი.

უარს არ ეტყვიან, პირიქით,გაუხარდებათ, ნიმუშად  აიღონ ლიბერიის მაგალითი. იყიდონ 100.000 ჰექტარი მიწა და დააფუძნონ კოლონია. თან წაიყვანონ მიშისტი მღვდელმთავრები, ექიმები და  ყველა ის, ვინც მას მამად და საქართველოს დამფუძნებლად მიიჩნევს.

ასევე ყველა ის, ვისაც გული აუჩვილდა მიშას შიმშილობასა და პალატაში ციმციმ შეყვანის ყურებისას.

აი, იქ სადაც მათ ხელს არ შეუშლის პუტინის ოლიგარქი და იქნება ჭეშმარიტი მიშა და მისი მოციქულები, განიშვებენ და გაიხარებენ ურთიერთსიყვარულსა და ნეტარებაში.
რა საოცარი საზოგადოება მოიყრის თავს! სრულიად უნიკალური.

ყველაფერი მე როგორ უნდა ვასწავლო, როგორ ტყუილა გაჭმევთ პურსა.