სოზარ სუბარი: სააკაშვილმა ულტიმატუმებით ლაპარაკი ახლა სტრასბურგის სასამართლოს დაუწყო

სოზარ სუბარი: სააკაშვილმა ულტიმატუმებით ლაპარაკი ახლა სტრასბურგის სასამართლოს დაუწყო

სააკაშვილმა, რომელიც დღემდე ულტიმატუმებით ელაპარაკება საკუთარ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს, ახლა ულტიმატუმებით ლაპარაკი სტრასბურგის სასამართლოს დაუწყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკას“ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტაზე საუბრისას განუცხადა.

„სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს კატეგორიულად გამოუცხადა, რომ ის არ შეწყვეტს შიმშილობას თუ რაღაც პირობები არ დაკმაყოფილდება. თუ ამ პირობებში გულისხმობს პოსტ საშიმშილო პერიოდში მის რეაბილიტაციას, ამის ყველანაირი პირობა არსებობს არა მხოლოდ მე-18, არამედ ნებისმიერ დაწესებულებაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.

Katana . ჰო, არ შეუსრულებენ და არ შეჭამს პაშტეტისა და ხილფაფების გარდა არაფერს!.. უყარონ მერე კაკალი და ეხვეწონ: - აბა, ეს ერთი ლუკმა - თემო-ბიძიას ხათრითო!.. ესაო - იასკოს ხათრითო!.. ეს კიდევა - კუბილიუსის ხათრითო!..
3 წლის უკან