ეკა სილაგაძე: ხმა ჩაიწყვიტეთ, ფარჩაკებო!

ეკა სილაგაძე: ხმა ჩაიწყვიტეთ, ფარჩაკებო!

ფეისბუქ-მომხმარებელი ეკა სილაგაძე სოციალურ ქსელში წერს:

"თემას, ცოცხი შეეტევა თუ არაო ეს უღირსები და არასდროს, არცერთ მათგანს არ წამოსცდენია, თუნდაც "დაედგა" ვინმეს ეგ კადრები, ცოცხგაჩრილი  პატიმრის გადაღება რომელ კონვენციაში ჯდება და თუ ბედუკაძემ ეს მოახერხა, სხვა რა ხდებოდა ციხეში. 

გუშინ ყვებოდა ერთი ყოფილი პატიმარი ბიჭზე, რომელიც, ისე სცემეს, ნეკნი ჰქონდა გამოჩრილი გარეთ და იმ საცოდავს, მარილში დასველებულ ტილოს ადებდნენ ჭრილობაზეო. 

დღემდე, ციხეში არსებულ 2012 წლამდე მდგომარეობას არ აღიარებენ! არ სცნობენ და ამის შემოქმედები, სააკაშვილისადმი არაადამიანურ მოპყრობაზე ავიშვიშდნენ! 

ჩაიწყვიტეთ ხმა თქვე ფარჩაკებო!

აი მე და ჩემნაირებს, მიშასადმი ზიზღის მიუხედავად, გვაქვს უფლება მოვთხოვოთ და მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან, ნულოვანი გადაცდომა პატიმარი სააკაშვილისადმი! 

ნულოვანი უფლებების დარღვევა მისდამი თუ ნებისმიერი, თუნდაც პედოფილი იყოს, პატიმარისადმი! 

იმიტომ, რომ ამ ქვეყნის და შვილების მომავალი გვტკივა"!