,,რაც დავწერე, ზუსტად იგივეს ვფიქრობ - ერთი, ბოროტი ნაბიჭვარია, ეგ სააკაშვილი და ზუსტად იქ არის მაგის ადგილი, სადაც ეხლა გდია.” - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი საკუთარ ფეისბუქ სტატუსზე ნაციონალური მოძრაობების მხარდამჭერების კომენტარებს, რომლებიც მას საკუთარ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო შეურაცხყოფდნენ.
როგორც გვიდიანი წერს, სწორედ ესე იქცეოდნენ ნაციონალები ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თუ მათ განსხვავებული აზრი არ მოსწონდათ.
,,სინამდვილეში, რაც ჩემს პოსტზე ნაციონალმა სექტანტებმა გააკეთეს, ზუსტად იგივეა, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ. განსხვავებული აზრის დევნა, ბულინგი და ადამიანების დაკომპლექსების გზით ხალხის გაჩუმება, მათი მოგონილია.
მანამდე არაფერი ეტკინოთ ვახო სანაიებს, ნანუკა ჟორჟოლიანებს, თეა თუთბერიძეებს და სხვა ნახევარ უჯრედიანებს, ამ გზით დავკომპლექსდე და გავჩუმდე.
რაც დავწერე, ზუსტად იგივეს ვფიქრობ - ერთი, ბოროტი ნაბიჭვარია, ეგ სააკაშვილი და ზუსტად იქ არის მაგის ადგილი, სადაც ეხლა გდია.
P.S. - წინა პოსტს წავშლი კი არა, პირიქით, შევეცდები ყველამ ნახოს რა ავადმყოფებიც ხართ. მაგ პოსტზე, რაც ქენით, მაგაზე ნათლად ვერაფერი აღწერს თქვენს ბინძურ და ამაზრზენ სახეს!” - წერს ანდრია გვიდიანი.