გია ვოლსკი: შეიძლება თითი-თითზე აქვთ გადაჯვარიდინებული, როცა ამბობენ, რომ საპროტესტო აქცია კლინიკასთან არ იქნება

გია ვოლსკი: შეიძლება თითი-თითზე აქვთ გადაჯვარიდინებული, როცა ამბობენ, რომ საპროტესტო აქცია კლინიკასთან არ იქნება

შეიძლება თითი-თითზე აქვთ გადაჯვარიდინებული, როცა ამბობენ, რომ საპროტესტო აქცია კლინიკასთან არ იქნება, მაგრამ კლინიკაში გამოყვანის დროს იქნება - მერე იტყვიან, ჩვენ ხომ კლინიკასთან ვთქვით და შუა გზაზე არ გვითქვამსო , - ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

“ჟურნალისტმა მკითხა, რისი გეშინიათო? შიში არ არის, საჭიროა სიფრთხილე იმისთვის, რომ საქართველო უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს და ეს უხერხულობა კონკრეტულ მსხვერპლში არ გადაიზაროს, რასაც გვპირდებოდნენ, გვპირდებიან და მომავალშიც დაგვპირდებიან ადამიანები, რომელთაც მსხვერპლის გარეშე არ წარმოუდგენით ქვეყანაში ცხოვრება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

“ნაციონალური მოძრაობამ“ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, პოლიტიკური ლიდერები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციები არ გაიმართება.