"ვიღაცამ მიაწვდინეთ ხმა მთავრობას, დასაჯოს ყველა ის გარეწარი ექიმი, ვინც უარს ამბობს მიშას გამო პაცინეტის მიღებაზე! და კიდევ იცი რას მიხედე? პრეზიდენტის რეზიდენციასთან რომ ფსიქიურად დაავადებული ბღავის და შეურაცხყოფს პრეზიდენტს!“ - წერს სოციალურ ქსელში ექიმი ნინო ახობაძე.
"დღეს პატარა მიტინგი უნდა ჩავატარო ჩემს კედელზე
უნდა გავბრაზდე (ისევ ის ანეკდოტი გამახსენდა "ექიმო ვიბერებიო"!
-------
ჰოდა ეხლა სრულიად სერიოზულად
ფრენდებში მყავს დეპუტატებიც, საჯარო მოხელეებიც, ჟურნალისტებიც, ჯანდაცვის თანამშრომლები...
ორ რაღაცაზე უნდა გავბრაზდე
1) ეს საყოველთაო ისტერია მესამე პრეზიდენტის გარშემო ძალიან მოგვბეზრდა ჩვენ, უბრალო მოსახლეობას, ჩვეულებრივ ადამიანებს, რომელთაც ათასი სხვა საზრუნავი გვაქვს. ბევრ ჩვენგანს უმძიმესი ავადმყოფი გვყავს სახლში (ჯვარი სწერია ყველას), და უკვე ცოტა უხერხულია ამდენი და ამხელა ვაი-ვიში იმაზე-ჭამა თუ არ ჭამა მიშამ ფაფა. ამ ჩემს ფეხებს თუ არც ჭამა. არავინ უშლის, არავინ აწამებს, არავინ აიძულებს შიმშილს. შანტაჟისტებზე ნაღდათ ვერ ვინერვიულებ.
ჰოდა ახლა თავისუფალ მედიასთან მაქვს პრეტენზია:
თქვე დალოცვილებოო, რო დაიბარებთ სტუდიაში ვიღაცა ორ ტიპს, აჩხუბებთ და მიშას გასტრონომიულ პრობლემაზე გაქვთ აგებული ეთერი (!)
მეტი პრობლემა დღეს საქართველოს არა ააქვს?
თუ კოვიდი უკვე მივამარცხეთ და ახლა მიშას კუჭ-ნაწლავია წამყვანი?
გავიგე რომ რეიტინგის ხამები ხართ, მაგრამ
აბა სცადეთ
დაუძახეთ სტუდიაში: ექიმებს, განსხვავებული აზრის მქონე ექიმებს, უბრალო ადამიანებს-მათ, ვინც უკვე გადაიტანა ეს ვირუსი, ვისი ოჯახის წევრიც გარდაიცვალა-მათაც დაუძახეთ; განსხვავებული აზრის ადამიანებს დაუძახეთ, ალაპარაკეთ.
ოღონდ ამ ყველაფრისგან, აბა სცადეთ, გაიჭირვეთ ამერთხელ და შოუს ნუ დადგამთ! არ გვინდა შოუ, ყელში გვაქვს უკვე! ნუ აჩხუბებთ ამ ხალხს; შეეცადეთ ისეთ ფორმატში წაიყვანოთ გადაცემა რომ ადამიანებმა მშვიდად მოყვნენ თავისი ამბები;
შეეცადეთ არ იყოთ მიკერძოებულნი, არ იყოთ მხარე!
არავითარ შემთხვევაში არ დაადოთ ასეთ გადაცემას ის სულელური, არაფრისმთქმელი და გამაღიზიანებელი სლოგანი: "მე ავიცერი, შეენ"???
არა!
იმსჯელეთ ადამიანებთან ერთად, მიეცით საშუალება ყველა სტუმარს-ილაპარაკოს სიმართლე; აცრების ავ-კარგიანობაზე ალაპარაკეთ სპეციალისტიც და ჩვეულებრივი, ჩემნაირი მოქალაქეც.
ნუ მოიწვევეთ სტუდიაში ისეთ ვითომ ეპატაჟურ პერსონას, როგორიცაა დეა ადამია!
გვეყო უნიჭო შოუები!
არ შეიძლება პრობლემას მხოლოდ ერთი მხრიდან უყურო, არა.
ასე და ამ გზით მიიტანეთ ადამიანების ტვინამდე-რომ დაფიქრდნენ, აწონ-დაწონონ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება-გაიკეთონ ვაქცინა თუ არა.
არავითარი დაძალება, ზეწოლა და დამუნათება!
სანამ ავიცრებოდი, გული მერეოდა აქ რომ ვინმე მოწოდებებს წერდა, ჯინაზე არ ვიცრებოდი!
იციით რამდენია ასეთი?
ლატარიით, ორასი ლარით და ტანკლი-ცუნკლებით როგორ აპირებთ ფონს გასვლას, ჰაა?
ამაზე დამამცირებელი რაღაა? ფულს გაჩუქებ და აიცერი!
-----
მოკლედ, ჟურნალისტებო
გადაერთეთ აბა, სცადეთ ამ რეჟიმზე
ყოველ საღამოს გააკეთეთ ასეთი გადაცემა
მიეცით ხალხს საშუალება ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთონ არჩევანი. ალაპარაკეთ ყველა
რამდენი აუცრელი და აცრილი გარდაიცვალა, თავისი პირით მოაყოლეთ რესპოდენტებს.
და თუ შეატყობთ რომ ვიღაცა ბოროტად იყენებს თქვენს ეთერს და მეგიგოცირიძეობს (ანუ უზრდელობს და ბღავის), ეგრევე გააძევეთ სტუდიიდან!
მოიწვიეთ ის სამეულიც, რომელსაც ეცლება, ის მოვიდეს ხოლმე გადაცემაში და უბრალო ადამიანის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხოს. ეს კომუნიკაცია ხალხთან, მგონია რომ უფრო წაადგება საყოველთაო საქმეს, ვიდრე დაძალება და კიდევ ათასი მოარული ჭორ-მართალი...
აი ამას უნდა ეთმობოდეს დღეს დიდი დოზით თქვენი ეთერი და არა იმას
ვინ რა აზრის არის მიშას კაპრიზებზე!!!!!
რა მიშა ხალხო, რა გრიშა! ფეხმძიმე გოგოები გვეღუპება კოვიდით!
ხალხს ვაქცინის ეშინია!
და ასიათასიანი მიტინგები იმართება-მიშას გამო!!!!!
აი პრობლემა!
აი ეს არის ის, რაზეც დღეს საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და ილაპარაკოს წყნარად და ცივილურად.
ასი კაციც რომ აიცრას ასეთი გადაცემების მერე, ცოტაა?
------
ახლა მეორე
2) ვიღაცამ მიაწვდინეთ ხმა მთავრობას
დასაჯოს ყველა ის გარეწარი ექიმი (!) ვინც უარს ამბობს მიშას გამო პაცინეტის მიღებაზე!
სად გაგიგიათ ხალხო, ექიმი ულტიმატუმს აყენებდეს??
ჩამოართვით ლიზენზია, ან შეუჩერეთ!
ცხოვრებაში ჩემი თავი არ შემიქია, ყოველთვის ჯერ საკუთარ თავს ვუყენებ ხოლმე პრეტენზიას, მაგრამ
ეს მაინც უნდა ვთქვა ახლა
იყო დრო, ცამეტი თვე უხელფასოდ ვიმუშავეთ მთელმა კოლექტივმა, სახლიდან მოგვქონდა თბილი ტანსაცმელი და საჭმელი ჯარისკაცებისთვის (სამხედრო ჰოსპიტალში);
ზოგჯერ გზის ფული არ გვქონდა, ფეხით მივდიოდით ისანში და მორიგეობაზე რომ არ გავყინულიყავით, ერთი საბნის ქვეშ გვეძინა მთელს მორიგე მედპერსონალს, გათოშილებს, უშუქობაში!
13 თვე!
და ეს ვიღაცა გაბლატავებული სირები (ექიმები!) ევრორემონტიან კლინიკებში რომ ყრიან ეხლა, გესმიით?
უარს ამბობენ თურმე! ვიძიწელი!
ქეჩოში ხელი, ტრა@ში წიხლი და გარეთ!
მთავრობა, მიხედე ამათ!
და კიდევ იცი რას მიხედე?
პრეზიდენტის რეზიდენციასთან რომ ფსიქიურად დაავადებული ბღავის და შეურაცხყოფს პრეზიდენტს და იქვე საცოდავად ატუზული პოლიციელები რომ დგანან და ხელს ვერ კიდებენ ამ საქონელს, აი მაგ პრობლემასაც მიხედე!
ბავშვები, ჩვენი მომავალი უყურებს ამ სამარცხვინო ამბებს და რას ვასწავლით მათ?
რომ უზრდელობა და ქაჯობა მოსულა-დემოკრატიის სახელიით?
-----
დავასრულე მიტინგი. სიტყვაში გამოვედი და
ამდენი დეპუტატი, ჟურნალისტი და ჩინოვნიკი მყავხართ აგერ ფრენდებში
ცოტა ჩვენც მოგვისმინეთ, უბრალო ადამიანებს..
რამეთუ
ჟურნალისტებისთვის-მაყურებელი ვართ
და
მთავრობისთვის-ამომრჩეველი.
ხანდახან მოგვისმინეთ!"