მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ განუცხადა.

გვარამიას თქმით, სააკაშვილი აცხადებს, რომ ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოსა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებას.