სუს-ის შენობასთან, სადაც „ნაცმოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, სავარაუდოდ, კორპუსიდან ქვები ისროლეს - დაშავდა 2 ადამიანი

სუს-ის შენობასთან, სადაც „ნაცმოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, სავარაუდოდ, კორპუსიდან ქვები ისროლეს - დაშავდა 2 ადამიანი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ქვები ისროლეს.

დაშავებულია აქციის ორი მონაწილე. ერთ-ერთ დაზიანება თავის არეში აღენიშნება.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.