„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა მსვლელობით სუს-ის შენობისკენ გადაინაცვლეს

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა მსვლელობით სუს-ის შენობისკენ გადაინაცვლეს

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობისკენ გადაინაცვლეს.

აქტივისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მიმართა და მოუწოდა, მშვიდობიანი მსვლელობით გადაენაცვლათ იქ ,სადაც გუშინ 46 აქტივისტი დააკავეს.

აქტივისტებმა სუს-თან გადაინაცვლეს შეძახილებით: „მიშა! მიშა!“

ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა.