ზურაბ ქადაგიძე ნაცმოძრაობაზე: სამარცხვინოა თითოეული თქვენი მოდელირებული ნაბიჯი, რომლითაც პატიმარ სააკაშვილს არათუ აძლიერებთ, არამედ პოლიტიკურ ლიკვიდაციას ახდენთ

ზურაბ ქადაგიძე ნაცმოძრაობაზე: სამარცხვინოა თითოეული თქვენი მოდელირებული ნაბიჯი, რომლითაც პატიმარ სააკაშვილს არათუ აძლიერებთ, არამედ პოლიტიკურ ლიკვიდაციას ახდენთ

"ის რა მდგომარეობაშიც ახლა სააკაშვილია ზუსტად იმ უფლებადამცველების და პოლიტიკოსების ბრალია, რომლებიც მიზანმიმართულად ამახინჯებენ ფაქტებს და "პედალირებენ" ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სააკაშვილის №18 სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების კადრების გავრცელებას. 
                                                                                                                                                                                    ქადაგიძე მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სააკაშვილი სუსტად გრძნობს თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ ეს კადრები საპირისპიროს ასახავს.
                                                                                                                                                                                    „პირველ რიგში- ყველა პატიმარი თანაბარი უფლებებით სარგებლობს და დაუმორჩილებლობა კანონის შესაბამისად იწვევს იძულებას. მეორე და მთავარი-ის რა მდგომარეობაშიც ახლა სააკაშვილია ზუსტად იმ უფლებადამცველების და პოლიტიკოსების ბრალია, რომლებიც მიზანმიმართულად ამახინჯებენ ფაქტებს და "პედალირებენ" ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომ: სააკაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გაურკვეველი ინექციის მიღებას უშლიდა ხელს და იმიტომ დააზიანა სამედიცინო ტექნიკა. ფიზიკურად ვერ გაუსწორდებოდა ვერავის, რადგან დასუსტებულია და ძალა აღარ ერჩის. სამარცხვინოა თითოეული თქვენი, მოდელირებული ნაბიჯი, რომლითაც პატიმარ სააკაშვილს არათუ აძლიერებთ, არამედ პოლიტიკურ ლიკვიდაციას ახდენთ.“- წერს Facebook-ზე ქადაგიძე.