თეა წულუკიანი: დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მალე მოეგება გონს და ამ ქვეყანას მშვიდად ცხოვრების საშუალებას მისცემს

თეა წულუკიანი: დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მალე მოეგება გონს და ამ ქვეყანას მშვიდად ცხოვრების საშუალებას მისცემს

ოპოზიციური პარტიების ნაწილის პროტესტს „ქართულ ოცნებაში“ ეხმაურებიან. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების რეალური მოთხოვნა დესტრუქციაა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს დესტრუქციას. ეს დესტრუქცია, რა თქმა უნდა, წარუმატებელი არის და მომავალშიც ასე იქნება. აღარ დავმალავ და ვიტყვი, რომ ეს უკვე მომაბეზრებელია. დიდი იმედი მაქვს, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად იმისა რომ სასოწარკვეთილია, მალე მოეგება გონს და მისცემს ამ ქვეყანას მშვიდად ცხოვრების საშუალებას“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი.

გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან და სუს-ის შენობასთან აქციებს მართავდნენ. პოლიციამ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირების გამო ადმინისტრაციული წესით 46 პირი დააკავა.

Aburjga Tasmanieli ქალბატონო წულუკიანო რამ გაგიჩინა ასეთი იმედი, რაზე შეატყვე?
3 წლის უკან
Katana .ეჰ, თეა, შანსი არ არი, ესენი ოდესმე გონს მოეგონ!..
სანამ ფიზიკურად არსებობენ, საქართველოს დაწყნარება არ უწერია! - სულ იქნება ჯახი, ინსინუაციები და ყველა მეთოდით ბრძოლა, რომ ხელისუფლება კვლაც ჩაიგდონ ხელში!
3 წლის უკან