როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 ნოემბერს ქუთაისში უნალექო დღე და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი + 5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღეა. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმშიც უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

მესტიაში მზიანი ამინდი და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.

+11 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში 9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2. ასევე მზიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

გორში უნალექო დღე და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღისით +1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაიწევს. ომალოშიც თოვლიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე და +9 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

რუსთავში უმეტესად წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.