თბილსის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

თბილსის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ე.ს.-ს როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 387,45 გრამი, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 40 682,25 ლარი შეადგინა.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.