გელა ნიკოლაიშვილი: სააკაშვილის დედა ამბობდა, პირადად რომ არ შევეხო ჩემს შვილს, როგორ შეიძლებაო. თითქოს სააკაშვილის დროს, ვინც პატიმრები იყვნენ, ისინი შვილები არ იყვნენ ან დედები არ ჰყავდათ

გელა ნიკოლაიშვილი: სააკაშვილის დედა ამბობდა, პირადად რომ არ შევეხო ჩემს შვილს, როგორ შეიძლებაო. თითქოს სააკაშვილის დროს, ვინც პატიმრები იყვნენ, ისინი შვილები არ იყვნენ ან დედები არ ჰყავდათ

სააკაშვილის დედა ამბობდა, პირადად რომ არ შევეხო ჩემს შვილს, როგორ შეიძლებაო. თითქოს სააკაშვილის დროს, ვინც პატიმრები იყვნენ, ისინი შვილები არ იყვნენ ან დედები არ ჰყავდათ, - ამის შესახებ ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი უკმაყოფილოა იმით, რომ თითქოს ნაწერების გადაცემა არ შეუძლია ადვოკატების დროს, მაშინ, როდესაც, მისი მმართველობის დროს პატიმარს 1 ნაგლეჯის გამოგზავნის უფლება არ ჰქონდა.

„ასევე ამბობს, ჟურნალისტი არ შემოუშვესო, თითქოს მის დროს შედიოდნენ. როგორც წავიკითხე, ამ 27 დღეში 104 ვიზიტორი ჰყავდა სააკაშვილს, დღეში საშუალოდ 4 ვიზიტორი. იგივე პარლამენტარები. მის დროს პარლამენტარები ვერ შედიოდნენ, მხოლოდ ელენე თევდორაძეს შეეძლო, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მთავარი აქ არის პირობები, რომელშიც იმყოფებოდნენ იმ დროინდელი პატიმრები. რეალურად პატიმრებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც პირუტყვებს. გუშინ ნიკა გვარამიამ ახსენა სიტყვა ბიომასა - აი, ზუსტად ასე ეპყრობოდნენ, როგორც ბიომას. პატიმრები მათ თვალში არ იყვნენ ადამიანები“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.