ექიმები COVID-19-ის მკურნალობას ანტიდეპრესანტებით სთავაზობენ

ექიმები COVID-19-ის მკურნალობას ანტიდეპრესანტებით სთავაზობენ

მაკმასტერის უნივერსიტეტის მკვლევარების აზრით, ანტიდეპრესანტი ფლუვოქსამინი, შესაძლოა, COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატად იქცეს. ამის შესახებ სტატიას Lancet Global Health ავრცელებს.

მეცნიერებმა შეარჩიეს 1497 არავაქცინირებული ზრდასრული, რომლებიც COVID-19-ით იყვნენ ინფიცირებულნი. ზოგიერთი მათგანი 10 დღის განმავლობაში 100 მგ ფლუვოქსამინს ან პლაცებოს იღებდა. გართულებები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა, ფლუვოქსამინის ჯგუფის 10.7%-ში და საკონტროლო ჯგუფის 15.7%-ში განვითარდა. ასევე, ფლუვოქსამინის ჯგუფში სასწრაფოს გამოძახება ერთი მესამედით ნაკლები იყო.

კვლევის ზოგიერთმა მონაწილე, პრეპარატის მიღება გვერდითი ეფექტების, ძირითადად საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევების გამო შეწყვიტა. მათ შორის, ვინც მკურნალობა დაასრულა, სერიოზული გართულებების რაოდენობა 66%-ით ნაკლები იყო, ხოლო სიკვდილიანობა - 91%-ით ნაკლები.

ფლუვოქსამინი, ძირითადად, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სამკურნალოდ გამოიყენება. ის ნეირონებს შორის სეროტონინის კონცენტრაციას ზრდის, მაგრამ ასევე, შეუძლია, ორგანიზმში ანთება შეამციროს.

"ეს არის იაფი, კარგად შესწავლილი და საკმაოდ უსაფრთხო პრეპარატი", - აღნიშნავენ ნაშრომის ავტორები.

ისინი იმედოვნებენ, რომ მარეგულირებლები მას COVID-19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებში ჩართავენ.