ზაალ უდუმაშვილი: IPSOS-ის კვლევის ავტორებისგან მოვისმინეთ, რომ კვლევის პროცესშიც, ნიკა მელიას რეიტინგი ყოველდღიურად იზრდებოდა

ზაალ უდუმაშვილი: IPSOS-ის კვლევის ავტორებისგან მოვისმინეთ, რომ კვლევის პროცესშიც, ნიკა მელიას რეიტინგი ყოველდღიურად იზრდებოდა

ვენდობით ყველა იმ კვლევას, რომელსაც ატარებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ის ორგანიზაციები, რომელთაც ნდობა აქვთ არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არამედ მთელ მსოფლიოში, ბუნებრივია IPSOS-ის კვლევასაც, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.​

„ის მაჩვენებელი, რომელიც ამ შემთხვევაში დაფიქსირდა ნიკა მელისა და კახა კალაძეს შორის, არის დაახლოებით 3%-მდე, ისედაც გათვალისწინებულია ნებისმიერი კვლევის დროს ასეთი ცდომილება. ამავე დროს, ჩვენ მოვისმინეთ კვლევის ავტორებისგან, რომ კვლევის პროცესშიც, ნიკა მელიას რეიტინგი იზრდებოდა ყოველდღიურად. ეს იმის მაჩვენებელია, რომ 30 ოქტომბერს ნიკა მელია იქნება ის ფავორიტი, რომელიც გაიმარჯვებს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.