მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის მხარდაჭერით 50 პედაგოგი გადაამზადა

მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის მხარდაჭერით 50 პედაგოგი გადაამზადა

მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომიასიამ ევროკავშირის მხარდაჭერით დეზინფორმაციასთან გამკლავებაში დამატებით 50 პედაგოგი გადაამზადა. კრიტიკული აზროვნება, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების სხვადასხვა ხერხი და ინფორმაციის ვალიდაციის მეთოდები - ეს ის თემებია, რომელზეც ტრენინგი თბილისის, რაჭა-ლეჩხუმისა და იმერეთის საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის მასწავლებელს ჩაუტარდათ. პედაგოგები სპეციალურად პროექტისთვის შემუშავებული საგანმანათლებლო მოდულით გადამზადდნენ, მიიღეს ცოდნა დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ, ასევე გაეცნენ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ როგორ უნდა ამოიცნონ დეზინფორმაცია მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამოყენებით. 

პროექტის - „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის მხარდაჭერით ტრენინგების ჩატარება აგვისტოდან დაიწყო და უკვე 500-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდა. ჩატარდა 30 ტრენინგი თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. დეზინფორმაციასთან გამკლავებაში ქვემო ქართლის, იმერეთის, აჭარის, სამეგრელო ზემო-სვანეთის, გურიის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის მასწავლებლები უკვე გადამზადდნენ.