კახა კალაძე:   51,6%, ნიკა მელია - 48,4% - IPSOS-ის კვლევა

კახა კალაძე: 51,6%, ნიკა მელია - 48,4% - IPSOS-ის კვლევა

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, „მთავარი არხის“ დაკვეთით IPSOS - გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა იმ ხუთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება. ესენია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი.
ყველა ქალაქში იყო დასმული კითხვა - მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?

გამოკითხვის შედეგი კი ასეთია:

კახა კალაძე - 51,6%

ნიკა მელია - 48,4%

გამოკითხვა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

სულ გამოიკითხა 2 600, 18 წელს ზემოთ ასაკის რესპონდენტი, რომელსაც ამ ქალაქებში, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს.

არაგველი641 თუ გავითვალისწინებთ დამკვეთის სანდოობის დონეს, მელიას პროცენტები ორჯერ მაინცაა გაზრდილი
3 წლის უკან