ირაკლი გოგავა: დღევანდელი მიტინგი საკმაოდ მჭიდროა, ალაგ-ალაგ ზემჭიდროც

ირაკლი გოგავა: დღევანდელი მიტინგი საკმაოდ მჭიდროა, ალაგ-ალაგ ზემჭიდროც

"დღევანდელი მიტინგი საკმაოდ მჭიდროა, ალაგ-ალაგ ზემჭიდროც" - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსმა, ირაკლი გოგავა.

"ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორ ჰერბერტ ჯეიკობსის მეთოდით: ხალვათ მიტინგზე 1 კვადრატულ მეტრზე 1 ადამიანი დგას, მჭიდრო მიტინგზე 2-3 ადამიანი, ხოლო ზემჭიდრო მიტინგზე კი 4-5 ადამიანი.

დღევანდელი მიტინგი საკმაოდ მჭიდროა, ალაგ-ალაგ ზემჭიდროც. ამიტომ საანგარიშოდ მჭიდრო მიტინგის ზედა ზღვარი 3 ადამიანი 1 კვადრატულ მეტრზე ავიღოთ.

არეალი, სადაც მიტინგის მონაწილეები დგანან, 35,244 კვ.მ.-ია, რასაც უნდა გამოვაკლოთ წმ. გიორგის მონუმენტის წრე (1227 კვ.მ.) და სცენის უკან ადგილი (633 კვ.მ.). ჯამში, აქციის მონაწილეებს 33,384 კვ.მ. აქვთ დაკავებული. შესაბამისად, პროფესორ ჯეიკობსის მეთოდით დათვლისას, აქციას დაწყების პირველ წუთებში 100,152 ადამიანი ესწრება. (შედარებისთვის: ნაციონალების 14 ოქტომბრის აქციას 12,988 მონაწილე ესწრებოდა)".

trampi ეგ მარტო ცენტრში................
პარლამენტამდე რომ ხალხი იყო....ისინი??
ან პუშკინის ჩაყოლებაზე, კოლმეურნეობის მოედნამდე??
2 წლის უკან