ანრი ოხანაშვილი: „ნაცების“ რეჟიმი შეეხო ყველას, ვინც მათსავით არ ფიქრობდა, ეს მოძალადე ჯგუფები ისევ აქ არიან, უბრალოდ, რებრენდირებულნი მელია-ხოშტარია-გირჩი ჯაფარიძეთი

ანრი ოხანაშვილი: „ნაცების“ რეჟიმი შეეხო ყველას, ვინც მათსავით არ ფიქრობდა, ეს მოძალადე ჯგუფები ისევ აქ არიან, უბრალოდ, რებრენდირებულნი მელია-ხოშტარია-გირჩი ჯაფარიძეთი

გახსოვდეთ, რომ „ნაცების“ რეჟიმი შეეხო ყველას, ვინც მათსავით არ ფიქრობდა! ეს მოძალადე ჯგუფები ისევ აქ არიან, უბრალოდ, რებრენდირებულნი მელია-ხოშტარია-გირჩი ჯაფარიძეთი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ნაცების“ მთელი ამდენი წლის ნაკოწიწები მელია-ხოშტარია-გირჩი ჯაფარიძის რებრენდინგი მარტივად დაიმსხვრა, რადგან ისევ მათი ბელადის, მიშა-მიშას ყვირილი დაავალეს.

„იმ ახალგაზრდებს, ვისაც ასაკიდან გამომდინარე კარგად არ გახსოვთ „ნაც. მოძრაობისა“ და მიშას რეპრესიული და ძალადობრივი რეჟიმი, იკითხეთ ოჯახში ან ახლობლებთან და დაგიდასტურებენ, რომ: „ნაცების“ რეჟიმის ტერორი და უსამართლობა შეეხო თქვენი ოჯახის წევრს თუ არა, თქვენივე ოჯახის სულ მცირე ერთ ნათესავს, ერთ მეგობარს/ახლობელს ან ერთ მეზობელს მაინც!

გეტყვიან, რომ: სასტიკად დევნეს განსხვავებული აზრის გამო (ეს მაშინ, როცა sim-ბარათებს იღებდნენ ტელეფონებიდან ერთმანეთისთვის ნაცებისგან განსხვავებული აზრი რომ გაეზირებინათ) შემდეგი ფორმებით:

1. ჩაუდეს ნარკოტიკი - ეს დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, რომ საქართველოში 2012 წლამდე პრაქტიკად იყო ქცეული ნარკოტიკების ჩადება;
2. გეტყვიან იმასაც, რომ ნარკოტიკის ჩადება (თანაც დიდი ოდენობით) ცნობილი 260-ე მუხლით იმიტომ, რომ სასჯელი მისი ფლობისა და გასაღებისთვის (ფლობა/გასაღება გამიჯნული კი არ იყო ერთმანეთისგან, როგორც ეს „ოცნებამ“ გააკეთა 2012 წლის შემდეგ), ითვალისწინებდა არც მეტი და არც ნაკლები 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას!!!
3. ასევე გეტყვიან, რომ მაშინ მტკიცებულებითი სტანდარტი კანონში იმდენად დაბალი იყო, რომ მხოლოდ ირიბი ჩვენებებით, ანუ, არა საკუთარი თვალით ნანახი, არამედ სხვების მოყოლილზე დაყრდნობით მიცემული ჩვენებით შესაძლებელი იყო ადამიანის დამნაშავედ ცნობა!!! „ოცნებამ“ ესეც შეცვალა და დღეს ეს კანონით შეუძლებელია!
4. შემდეგ გეტყვიან იმასაც, რომ სასჯელებს რომ დაუნიშნავდნენ, მაგალითად, 5 წელს და 10 წელს, ეს სასჯელები იკრიბებოდა სრულად და გამოდიოდა 15 წელი. ანუ სრული შეკრებითობა მოქმედება! დღეს ესეც აკრძალულია!!!
5. ბოლოს კი გეტყვიან, რომ თუ საპროცესოზე, ანუ, ფულის „ბიუჯეტში“ (რომელსაც რეალურად პირადი მიზნებისთვის განკარგავდნენ) გადახდაზე უარს იტყოდნენ, ციხეში ამყოფებდნენ არაადამიანურ პირობებში და ასევე ახლობლების დაპატიმრებით ემუქრებოდნენ, ან პირდაპირ აპატიმრებდნენ.

მოკლედ, ეს მაშინდელი სამართლებრივი ასპექტების მოკლე მიმოხილვაა, თუ რა ხდებოდა 21-ე საუკუნის „ნაცების“ გაგებით მიშას მიერ დემოკრატიულად გაბრწყინებულ საქართველოში!

ამიტომ, გახსოვდეთ, რომ ნაცების რეჟიმი შეეხო ყველას, ვინც მათსავით არ ფიქრობდა!

ეს მოძალადე ჯგუფები ისევ აქ არიან, უბრალოდ რებრენდირებულნი მელია-ხოშტარია-გირჩი ჯაფარიძეთი!

ამ რებრენდირებულებმაც ძალიან კარგად იციან ეს ყველაფერი, რადგან „ნაცების“ შიდა სამზარეულოს მზარეულები იყვნენ და ახლა მოგვივლინეს ვითომ „შეფ“-ნეო-ნაც-სახეებად!

ფაქტია, „ნაცების“ მთელი ამდენი წლის ნაკოწიწები მელია-ხოშტარია-გირჩი ჯაფარიძის რებრენდინგი მარტივად დაიმსხვრა, რადგან ისევ მათი ბელადის მიშა-მიშას ყვირილი დაავალეს!

სწორედ ამიტომ არის „ნაცობა“ სირცხვილი და მიშისტობა კიდევ უფრო მეტი სირცხვილი“, - წერს ანრი ოხანაშვილი.