საქართველოს რომელ რეგიონშია კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მონაცემები დეტალურად

საქართველოს რომელ რეგიონშია კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მონაცემები დეტალურად

ახალი კორონავირუსისა და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისთვის შექმნილ ახალ პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რეგიონებს შორის, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა იმერეთშია გამოვლენილი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აქ ვირუსი 96 240 ადამიანს დაუდგინდა.

რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით, სია ასეთია:

იმერეთი - 96 240 შემთხვევა;

აჭარა - 78 707 შემთხვევა;

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 51 197 შემთხვევა;

კახეთი - 49 811 შემთხვევა;

ქვემო ქართლი - 39 170 შემთხვევა;

შიდა ქართლი - 35 785 შემთხვევა;

გურია - 16 025 შემთხვევა;

მცხეთა-მთიანეთი - 15 878 შემთხვევა;

სამცხე-ჯავახეთი - 11 943 შემთხვევა;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4 845 შემთხვევა.

* რაც შეეხება დედაქალაქის - თბილისში ინფიცირების 147 464 შემთხვევაა გამოვლენილი.

რუკაზე არ არის ასახული ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მონაცემები

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 692 240 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 630 961, გარდაიცვალა 9 742 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.